2015-04-06

გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია

6 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია თემაზე: ბიზნესის ეთიკა.

სამუშაო ენა: გერმანული.

კლაუს ჰიპი რამდენიმე წელია ინტენსიურად ატარებს საჯარო ლექციების ციკლს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანულ ენაზე „ბიზნესის ეთიკის“ მიმართულებით. ამასთან, ყოველწლიურად იგი პირადად არჩევს 2-3 სტუდენტს და საზაფხულო არდადეგების პერიოდში საკუთარი სახსრებით ეპატიჟება გერმანიაში HIPP-ის საწარმოში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად.

მისამართი: უნივერსიტეტის №2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი