2015-04-01

”ანთიმოზ ივერიელი - ქართულ-ევროპული დიალოგი”

1 აპრილს, 15.00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი - ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში დაგეგმილი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შემსწავლელი ექსპედიციის  ანგარიშის პრეზენტაცია. 

გამოიფინება რუმინეთიდან ჩამოტანილი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და ნაჩვენები იქნება მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალები.
პროექტი ფუნდამენტური  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების კონკურსის გამარჯვებულია. 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი,  212-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი