2013-11-21

სამეცნიერო კონფერენცია „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“

21 ნოემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, საქართველოს ინსულტის ასოციაცია, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციის „ინფლამაცია, ნეიროდეგენერაცია და ღეროვანი უჯრედები“ გახსნას.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ნევროლოგები და ტვინის ინსულტისა და ღეროვანი უჯრედების მკვლევარი,  ცნობილი მეცნიერები: მიხალ შვარცი (ვაისმანის უნივესიტეტიდან, ისრაელი), ჯანვირტო მარტინო სან–რაფელეს ჰოსპიტალიდან (მილანი, იტალია, ნეიროიმულოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი), თომას ულსონი კაროლინსკას ინსტიტუტიდან (სტოქჰოლმი, შვედეთი) და ბურქარდ ბეჩერი ციურიხის უნივერსიტეტიდან (შვეიცარია). ლექციებს ასევე წაიკითხავენ ცნობილი ნევროლოგები:  ულე ლინდვალი  და (შვედეთი) კონსტანტინო იადეკოლა (ა.შ.შ.).

ლექციის მიზანია დამსწრე საზოგადოებას, ქართველ ნევროლოგებს, იმუნოლოგებს, ნეიროქირურგებს და მედიცინის სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ღეროვანი უჯრედების გამოყენების და  იმუნოლოგიური მეთოდების  შესახებ. სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს უჯრედული თერაპიის არსებულ და სამომავლო პერსპექტივების სწორ გაგებასა და აღქმას.
სიმპოზიუმის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კონსორციუმი, რომლის ხელმძღვანელია ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა კოკაია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.  
 

« იხ. ყველა ანონსი