2015-10-22
ალექსანდრე ჯავახიშვილი - 140
22 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის
ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი თამარ დოლბაია, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.
ღონისძიებები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით ტარდება.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, საგამოფენო დარბაზი, III სართული
« იხ. ყველა ანონსი