2018-04-17
ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა თსუ-ში
17 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები შუა საუკუნეებიდან დღემდე. ამ რუკებიდან უძველესი, რომელიც თურქმა კარტოგრაფმა და მეზღვაურმა ჯერ კიდევ ანტარქტიკის აღმოჩენამდე ვარაუდით შექმნა, 1513 წლით არის დათარიღებული.

გამოფენაზე რუკებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც მოცემულია ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები აღწერებით.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი.