2014-02-28

სემინარი კონფლიქტის პრევენციის და მოგვარების საკითხებზე

28 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის  სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებისათვის მართავს სემინარს კონფლიქტის პრევენციის და მოგვარების საკითხებზე. სემინარს ჩაატარებენ თსუ-ს სოციალურ პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები: ნოდარ ბელქანია, რევაზ ჯორბენაძე, გუგული მაღრაძე. სემინარზე განხილური იქნება კონფლიქტის წარმოშობის  მექანიზმები,  კონფლიქტის ესკალაციის და დეესკალაციის ხელშემწყობი ფაქტორები, კონფლიქტის პრევენციის და ტრანსფორმაციის სხვადასხვა მეთოდები.

სემინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია კონფლიქტის ანალიზის და მართვის მიმართულების მაგისტრების და სერჟანტთა სკოლის მსმენელების მონაწილეობით.

სემინარში მონაწილეობს სერჟანტთა სკოლის 45 მსმენელი.  თავდაცვის სამინისტროსთან მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა სისტემატური ხასიათის იქნება და  სემინარები  ჩატარდება თავდაცვის სამინისტროს  სხვა სტრუქტურებისათვისაც.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 07 აუდიტორია 

« იხ. ყველა ანონსი