2017-03-02
კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია თსუ-ში
2 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, გაიმართება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩევლის კარი ტაპიოლას საჯარო ლექცია თემაზე – შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებაში.
ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე, თარგმანის უზრუნველყოფით.
ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრებიან.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06
« იხ. ყველა ანონსი