2015-11-04
საჯარო ლექცია - ,,ლევილის ქართული მამული“
4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტიერი ბერიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას - ,,ლევილის ქართული მამული“.
2015 წლის 21 ოქტომბერს, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა მამის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა. ტიერი ბერიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.