2014-07-09

დოკუმენტური ფილმის „დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა“ პრეზენტაცია

9 ივლისს, 18.00 საათზე,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ მოწვეული პროფესორის, ოპერატორისა და რეჟისორის დავით გუჯაბიძის დოკუმენტური ფილმის „დაუსრულებელი სპექტაკლის ქრონიკა“ პრეზენტაცია გაიმართება. ფილმი პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორის ლილი იოსელიანის ხსოვნას ეძღვნება. 54 წუთიანი ქრონომეტრაჟის დოკუმენტური ფილმში შესულია  ლილი იოსელიანის უკანასკნელი სპექტაკლის -  ჰენრი იბსენის „იუნ გაბრიელ ბორკმანის“ რეპეტიციის კადრები, ლილი იოსელიანის პორტრეტი.  დოკუმენტური ფილმის გადაღება  5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი