2013-02-21

„ქალი ავტორი ევროპულ ლიტერატურაში“

21 თებერვალს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო პოპიაშვილი სამეცნიერო გამოკვლევის „ქალი ავტორი ევროპულ ლიტერატურაში“ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის  სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 214-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი