2013-03-30

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია “ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“

30 მარტს,  10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „ ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“გაიმართება.
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია „ორი ამერიკა: წარსული, აწმყო, მომავალი“  წელს პირველად ტარდება და მასში   საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეული 30 სტუდენტი მონაწილეობს. მოხსენებების თემატიკა ფართოა, იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.  
კონფერენციის მიზანია ამერიკის შესწავლის თემით დაინტერესებულ სტუდენტთა შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის წახალისება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.  გაიმართება ფოტოჟურნალისტ გოგა ჩანადირის ფოტოების ციფრული ჩვენება :  „ მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში.“
კონფერენცია  ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის, თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენთა სამეცნიერო წრის ორგანიზებითა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პარტნიორობით იმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, №06 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი