2015-12-02

კინოცენტრი „აფხაზეთი“ 10 წლისაა

2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კინოცენტრ „აფხაზეთის“ ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.  ღონისძიებას დაესწრებიან თსუ, საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგნილი იქნება კინოცენტრის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები, გელა კანდელაკის ფილმი „სოფელი“, რომელმაც საფრანგეთში, სორეზის ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა; ხელის ჩრდილების თეატრი გამართავს წარმოდგენას.

კინოცენტრი „აფხაზეთი“ 2005 წელს დაარსდა და აფხაზეთიდან, ასევე, ცხინვალიდან დევნილებით დაკომპლექტდა. კინოცენტრის შემადგენლობაშია ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კვალი XXI“ და კინოსტუდია „კვალი“. კინოცენტრი „აფხაზეთი“ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის „ნიქოზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია, ასევე, „თბილისი -2015 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ მუდმივი პარტნიორია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი