2012-12-05

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტების წარმომადგენლებთან

5 დეკემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების: WEBB - მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა და BACKI - შავ და კასპიის ზღვებს შორის კოორდინატორებთან ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენელ ფრანჩესკა მალტაუროსა და მონპელიეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელ კოლინ ვოლესთან შედგება.
2013 წლიდან აღნიშნული პროექტების ფარგლებში   გაცვლითი პროგრამები ევროპის 20 უნივერსიტეტში განხორციელდება.
დასწრება თავისუფალია.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი