2018-12-05
ქართული ენის ხელშეწყობის პროექტი - „ქართულად“
5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თიბისის ბანკის" პროექტის - „ქართულად“ წარდგენა გაიმართება. პროექტის პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრი“, რომელიც პროექტში 50 000 ინგლისურ-ქართული წინადადებით იღებს მონაწილეობას.
პროექტისთვის - „ქართულად“ - ქართულიდან ინგლისურად ნათარგმნი 100 000 წინადადება შეგროვდა. თარგმანების ეს რაოდენობა საბაზისო მასალაა იმისთვის, რომ მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყოს. პროექტს თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა 50 000 წინადადება გადასცა. დანარჩენი 50 000 კი ვებ გვერდზე kartulad.ge პროექტის მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს.
"თიბისი" "მაიკროსოფტთან", "ჯეოლაბთან" და "საბასთან" ერთად კვლავ აგრძელებს ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრაციაზე მუშაობას.
პროექტის მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის "მაიკროსოფტის" პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა.
ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია "საბას" ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.
100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით. „ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის!

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი