2019-02-25

მრგვალი მაგიდა - საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია

25 თებერვალს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციას. განხილული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა, ამ პროცესის გამოწვევები და პერსპექტივები, აგრეთვე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ: საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრის კარაბალისი, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ერასმუს პლუსის ეროვნული ოფისის, თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აგრეთვე იენისა და ბრემენის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, თსუ მერვე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N 220.



« იხ. ყველა ანონსი