2014-09-26
მესამე საერთაშორისო კონფერენცია “ორგანულ ქიმია” (ICOC 2014) თსუ-ში
25 სექტემბერს 18.00 საათზე ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ორგანულ ქიმიაში“.
კონფერენციაზე განიხილება ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქიმიკოსების მიღწევები კარბო- და ჰეტეროციკლურ-, ბიოლოგიურ-, ბუნებრივ ნაერთთა- და მეტალორგანულ ქიმიაში. წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო კვლევების შედეგები ორგანული სინთეზის უახლეს მეთოდოლოგიებში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები შენგენის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაივანიდან, ირანიდან და სხვ.
კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ და 29 სექტემბრამდე გასტანს. 26 სექტემბერს თსუ მეორე კორპუსში (აუდიტორია 171) იმუშავებს პარალელური სექცია.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი