2012-05-18

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.  
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 სტუდენტური ორგანიზაცია: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“ და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი: 1 იურიდიული ფაკულტეტიდან და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე  154  მსურველია რეგისტრირებული.
კენჭისყრის პროცესი 9.00 საათზე დაიწყება და 18.00 საათამდე გასტანს. თორმეტივე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელიც პირდაპირი გადაღების რეჟიმში იმუშავებს. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეეძლება  ვიდეოჩანაწერის  ნახვა.
საარჩევნო კომისიის  მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „IFES”  და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ დააკვირდება.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
« იხ. ყველა ანონსი