2010-11-16

საპატრულო პოლიციის უფროსი სტუმრად თსუ-ში

16 ნოემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე ეწვევიან. სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხება.  გრიგალაშვილი თსუ-ის სტუდენტებს დასაქმების პროგრამაში ჩართვას შესთავაზებს. შეხვედრას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.


მის.: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ-ის მეორე კორპუსი,  პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი