2010-03-10

სამეცნიერო კონფერენცია “ანა და უნივერსიტეტი”

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულება ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პოეტის გარდაცვალებიდან 2 წლისთავზე თსუ-ის სტუდენტები 11 მარტს, 15:00 საათზე სამეცნიერო კონფერენციას ჩაატარებენ. კონფერენციაზე სახელწოდებით “ანა და უნივერსიტეტი” - ანა კალანდაძის პოეზიისა და თარგმანების შესახებ ისაუბრებენ.
       კონფერენციის დასასრულს მონაწილეები მთაწმინდის პანთეონში გადაინაცვლებენ და პოეტის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.


       მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №313



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი