2011-06-27

„საქართველო 2011. დამოუკიდებლობის 20 წელი“ – კონფერენცია პარიზში

27 ივნისს, 17.30 საათზე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან 90 წლის  და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში „გრან პალეში“ ტარდება კონფერენცია, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით ეწყობა. ღონისძიებას საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის და საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენცია „საქართველო 2011. დამოუკიდებლობის 20 წელი“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. 

საკონტაქტო პირი : ნანა გუნცაძე  593 64 60 00
« იხ. ყველა ანონსი