2014-03-06
პროექტი „გაიცანი და გააცანი DCFTA"
6 მარტს, 14.00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი პროექტის „ევროკავშირი-საქართველო - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების მოდელი“ შესახებ.
პროექტი “გაიცანი და გააცანი DCFTA” ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ხორციელდება.
სემინარს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტები ჩაატარებენ. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდებათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA – ს სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. სემინარის მსვლელობის დროს განიხილება უნდა გახდეს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა და სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, მოითხოვს თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და აღსრულების მექანიზმის შემუშავებას, რა სარგებლობას მოიტანს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა და სხვა.
სემინარის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი