2010-11-25

თსუ–ის პროფესორები 23–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებენ

25 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორები თბილისის 23–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრას გამართავენ. აღნიშნული შეხვედრის მიზანია, ახალგაზრდებში ფრანგული ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, რაც ხელს შეუწყობს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ევრო–ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
თსუ-ის პროფესორები ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას საფრანგეთის უნივერსიტეტების სასწავლო და გაცვლით პროგრამებზე, ასევე გააცნობენ თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფრანგული ენის სწავლების მეთოდებს. შეხვედრისას მოსწავლეებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მუშაობის შესახებაც მოუთხრობენ.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, 313 აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი