2013-12-24
ალი თანდილავას წიგნის „ლაზური ლექსიკონი“ პრეზენტაცია
24 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ფილოლოგისა და ისტორიკოსის ალი თანდილავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის
„ლაზური ლექსიკონი“ პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართება.
ალი თანდილავა 1949 წლიდან გარდაცვალებამდე (1985 წლამდე) მუშაობდა „ლაზური ლექსიკონის“ შედგენაზე. ნაშრომის გამოცემაში თსუ პროფესორებმა : მერაბ ჩუხუამ, ნათელა ქუთელიამ, ლალი ეზუგბაიამ და ლილე თანდილავამ მიიღეს მონაწილეობა.
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ.N8, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი