2013-12-24

ალი თანდილავას წიგნის „ლაზური ლექსიკონი“ პრეზენტაცია

24 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში ფილოლოგისა და ისტორიკოსის ალი თანდილავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და  წიგნის „ლაზური ლექსიკონი“  პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართება.

ალი თანდილავა 1949 წლიდან გარდაცვალებამდე (1985 წლამდე) მუშაობდა „ლაზური ლექსიკონის“ შედგენაზე. ნაშრომის გამოცემაში თსუ პროფესორებმა : მერაბ ჩუხუამ, ნათელა ქუთელიამ, ლალი ეზუგბაიამ და ლილე თანდილავამ მიიღეს მონაწილეობა.

მისამართი: პ. ინგოროყვას ქ.N8, არნოლდ  ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი