2014-09-15

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

15 სექტემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას სტუდენტებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფაკულტეტების დეკანები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მიულოცავენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 4000-მდე პირველკურსელი ისწავლის.  თსუ 6 ფაკულტეტზე 20ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსის ეზო

« იხ. ყველა ანონსი