2013-11-15

კონფერენცია „მტკიცებითი სამართალი“

15-16 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, ამერიკის იუსტიციის დეპარატამენტის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ატარებს კონფერენციას თემაზე: „მტკიცებითი სამართალი“.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ადვოკატები და აკადემიური პერსონალი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,  06 აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი