2017-02-07
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალ საბაკალავრო პროგრამებს იწყებს
7 თებერვალს, 11:00 საათზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს SDSU საქართველოს დეკანი, დოქტორი კენ უოლში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მედიას წარუდგენს. პროგრამები არის საერთაშორისოდ აკრედიტებული და სტუდენტები იღებენ ამერიკულ დიპლომს.
ახალ პროგრამებთან ერთად, 2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მისამართი:მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო "რუმსი"
« იხ. ყველა ანონსი