2012-11-08

წიგნის -„რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ პრეზენტაცია

8 ნოემბერს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლივიო ძერბინის, გელა გამყრელიძის, თემურ თოდუს წიგნის „რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ პრეზენტაცია გაიმართება.

„რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ იტალიურ ენზეა და ეძღვნება საქართველო-რომის იმპერიის მრავალსაუკუნოვან (ძვ.წ. I- ახ.წ. IV სს.) ურთიერთობათა პერიპეტიებს. მონოგრაფიაში განხილულია რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში; კოლხეთ-იბერიის როლი რომის იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომაული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებთან კოლხეთ-იბერიის სავაჭრო ეკონომიკური კონტაქტები. ნაშრომში გაშუქებულია ასევე „რომანიზაციის“ პროცესები საქართველოში.
ღონისძიებას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში  ფედერიკა ფავი და საელჩოს წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 214-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი