2013-12-17

ევროკოლეჯის სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის

17 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ევროკოლეჯის ( College of Europe ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ ვაშინგტონი ეწვევა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე რიჩარდ ვაშინგტონი ევროკოლეჯში სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრებს. ევროკოლეჯს ქართველი ახალგაზრდებისთვის გამოყოფილი აქვს 10 სტიპენდია, რომელიც ერთწლიანი მაგისტრატურის კურსის ყველა ხარჯს დაფარავს. შესაძლებელია სტაჟირება ევროკავშირის წამყვან ორგანიზაციებში.

ინგლისურთან ერთად სასურველია ფრანგული ენის საწყის დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი : https://www.coleurope.eu
 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ  I კორპუსი, აუდიტორია №107
« იხ. ყველა ანონსი