2014-09-24

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

24 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.“ სიმპოზიუმის თემაა „ნაციონალური  ლიტერატურები და კულტურული  გლობალიზაციის პროცესი."   

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:  გლობალიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პრობლემა; ნაციონალური ლიტერატურული კანონი და კულტურული გლობალიზაციის მექანიზმები; Weltliteratur და ნაციონალური ლიტერატურების საკითხი; ლიტერატურა საზღვრებს გარეშე? – Pro et Contra. გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „თარგმანის კომუნიკაციური ფუნქცია კულტურული გლობალიზაციის პროცესში.“

სიმპოზიუმში მონაწილეობს 139 მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 19 ქვეყანა) მათ შორის: აშშ, უნგეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია ,ლიტვა, ლატვია უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაკედონია, სლოვენია, ირანი, თურქეთი, კატარი, ყაზახეთი.  აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, თელავიდან.

სემინარი შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და 27 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: თელავის ქ. 20, „შერატონ მეტეხი პალასი“ საპრეზენტაციო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი