2013-04-22

სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება თსუ-ში

22 აპრილს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციაში თსუ-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. ფაკულტეტის დეკანებისა და  სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონფერენციო ჟიური სექციების მიხედვით  ატარებს კონფერენციას და შემდგომ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტთა შორის გამარჯვებულს გამოავლენს.
კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომები თსუ-ს ყოველწლიურ გამოცემაში - სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში დაიბეჭდება.
სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 2012 წლის 17-23 დეკემბერს გაიმართა. მასში 21 დარგობრივ სექციაში თსუ-ს სამასამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) 87 გამარჯვებული გამოავლინა.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი