2013-11-18

ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

18 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ორგანიზებით  აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება  ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ექსპონატები: ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები, ფოტოები, დოკუმენტები, მის მიერ გამოცემული წიგნები.

ღონისძიებაზე  თსუ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო-დოკუმენტური მასალა გამოიფინება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი