2013-09-04
საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“
4 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება თსუ დაარსებიდან 95 და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო კონფერენცია
„გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“.
კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს გამოყენებითი მათემატიკის სფეროში წარმოებულ კვლევებსა და სიახლეებზე.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში, საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში. ღონისძიების სპონსორია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონფერენცია 7 სექტემბერს დაიხურება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი