2012-05-21

ნინო გოგნიაშვილის წიგნის ,,კრიმინალისტიკა’’ პრეზენტაცია

21 მაისს, 18:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ნინო გოგნიაშვილის წიგნის ,,კრიმინალისტიკა’’ პრეზენტაცია.
ნაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის კურსის მეთოდოლოგია და დანაშაულთა გახსნის ტექნიკის მნიშვნელოვანი საკითხები.
        წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ექსპერტ-კრიმინალისტებისა და პოლიციის აკადემიის მსმენელთათვის. ამავე დროს, ნაშრომი დახმარებას გაუწევს ოპერატიული სამსახურის მუშაკებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებსა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მკითხველს.
        აღნიშნული ნაშრომი  კრიმინალისტიკის პირველი ფერადი გამოცემაა. წიგნში ახლებურადაა წარმოდგენილი კრიმინალისტიკური ტექნიკის ნაწილი, რომელშიც განხილულია თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათი გამოყენების წესი, ძირითადი მეთოდები და ხერხები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და დათვალიერების შედეგად ამოღებული მტკიცებულებების შემდგომი გამოკვლევის ეტაპზე, ვინაიდან სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების ეფექტურობა სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში სწორედ სამეცნიერო -ტექნიკური საშუალებების ხარისხზე და მათ სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული  და ეყრდნობა იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ასე სწრაფად ვითარდება.

       მისამართი: თსუ  I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი (#115)

« იხ. ყველა ანონსი