2017-10-10

წიგნის „ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოს მეცნიერების დასმსახურებული მოღვაწის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იოსებ მეგრელიძის წიგნის „ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართება.
 
ბიბლიოგრაფიაში თავმოყრილია 1930-2016 წლების მასალა:სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიები, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა.

მისამართი:ალექსიძის 3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი