2016-12-21

წიგნის ანდრია რამზაძის ,,ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია და გამოფენის გახსნა

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  წიგნის ანდრია  რამზაძის ,,ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გამოიფინება ანდრია რაზმაძის ბიოგრაფიული, სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, შრომები და ფოტო-მასალა.  

პროფესორი ანდრია რაზმაძე ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე და აქტიური თანამებრძოლი იყო.  სწორედ მან შეადგენინა ახალდაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები.  მშობლიურ ენაზე პირველმა წაიკითხა მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში  და  საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.  

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო სივრცე, III სართული
« იხ. ყველა ანონსი