2015-11-19

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ჰოლანდიის ველოსიპედების საელჩოს სემინარი - „თბილისი ორ ბორბალზე“.

19 ნოემბერს, 15:00 საათზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და ჰოლანდიის ველოსიპედების საელჩო გიწვევთ სემინარზე - „თბილისი ორ ბორბალზე“. სემინარის წაიკითხავს ჰოლანდიის ველოსიპედების საელჩოს ველოსიპედების ექსპერტი მარტეინ ტე ლინტელო.

ველოსიპედი ჰოლანდიური კულტურის განუყოფელი ნაწილია. კარგი ინფრასტრუქტურა ველოსიპედით გადაადგილებას უსაფრთხოსა და მიმზიდველს ხდის, სწორედ ამიტომ არის ჰოლანდიის ქალაქები ჯანსაღი და საცხოვრებლად მოსახერხებელი. ნიდერლანდების გამოცდილება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალაქის დაგეგმარება, გზების დიზაინი, ველოპარკინგი, სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ. სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა. ამ სემინარზე სწორედ ამ გამოცდილებაზე იქნება საუბარი, ასევე განხილულ იქნება თბილისში ველოსიპედით გადაადგილების შესაძლებლობებიც.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი