2010-03-22

იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსის შეხვედრა სტუდენტებთან

ოთხშაბათს, 24 მარტს 17 საათზე თსუ-ს რუმინეთის აუდიტორიაში გაიმართება იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსის ირაკლი კობიძის შეხვედრა სამართლის მიმართულების სტუდენტებთან.   

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფოს ხარჯზე არსებული იურიდიული დახმარების სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს:
  • სისხლის სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას გადახდის უუნარო მოსახლეობისთვის
  • უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სამართალწარმოების ნებისმიერ დარგზე _ სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები; საჭიროების შემთხვევაში _ კონსულტაციის ფარგლებში იურიდიული დოკუმეტაციის მომზადებას;
სამსახური ფუნქციონირებს მთელი საქარველოს მასშტაბით და მის 11 იურიდიულ ბიუროსა და 2 საკონსულტაციო ცენტრში სტაჟირებას გადიან სტუდენტები, რომელთათვისაც სამსახურში სტაჟირება საადვოკატო და საკონსულტაციო პრაქტიკის გავლის საკმაოდ კარგი შანსია.
ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახური, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად აპირებს გამოაცხადოს საკონფერენციო ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისათვის.
შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და კონკურსის დეტალებს თავად გააცნობს სტუდენტებს.
« იხ. ყველა ანონსი