2013-06-06

ანტინარკოტიკული აქცია-კონცერტი თსუ-ში

6 ივნისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტინარკოტიკული აქცია-კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოცკოდექსი“.
აქცია-კონცერტში ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ჯაზ ბენდი და „სოცკოდექსის“ მუსიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების მსვლელობისას ანტინარკოტიკულ თემაზე დისკუსია გაიმართება.
ინიციატივის მიზანია სპეციალისტებთან და მეცნიერებთან ერთად ახალგაზრდობის ჩართვა ნარკომანიის პრობლემის აღმოფხვრაში.
ღონისძიებას  უნივერსიტეტების, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
აქციის ფარგლებში ჩაიწერება სარეკლამო რგოლები, რომელიც სატელევიზიო არხებით გადაიცემა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი