2011-11-28

ტემპუსის სემინარი თსუ-ში

ორშაბათს, 28 ნოემბერს, 15.00 საათზე გაიმართება ტემპუსის სემინარი, რომელიც შეეხება სადოქტორო განათლების განვითარებას და რომელსაც გაუძღვება უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია. წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის სამეზობლოსა და  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში სადოქტორო განათლების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები და ევროპის სადოქტორო საბჭოს რეკომენდაციები. სემინარი შედგება თსუ მერვე კორპუსში (ი.ჭავჭავაძის 13), მეორე სართულზე, 220–ე ოთახში.
« იხ. ყველა ანონსი