2013-12-02

გეოგრაფიული კვირეული თსუ-ში

2 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიული კვირეული გაიხსნება. ღონისძიება თსუ გეოგრაფიული მუზეუმის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.

კვირეულის ფარგლებში იგეგმება თსუ გეოგრაფიული მუზეუმის გამოფენის გახსნა (2 დეკემბერი, 13:00 საათი), მოსწავლეთა და სტუდენტთა ფოტოკონკურსი, მოსწავლეთა კონფერენცია, თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა გეოვიქტორინა და სხვა ღონისძიებები.

კვირეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება და 7 დეკემბერს დასრულდება.

მოსაწვევი ბარათი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია კვირეულის გახსნა

« იხ. ყველა ანონსი