2010-12-18

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” თსუ-ში

18 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში  “რა? სად? როდის?” მოეწყობა. ინტელექტუალური თამაში იურიდიულ თემატიკაზე საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს როგორც ზოგადი, ისე სპეციალური (სამართლებრივი) განათლების დონის ამაღლებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.
აღნიშნულ ღონისძიებას  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი – ბაჩანა შენგელია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი ბურდული და ელიტარული “რა? სად? როდის?” კლუბიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, გაეროს აუდიტორია №331
« იხ. ყველა ანონსი