2011-02-22
"ანტისაბჭოური ისტორია" _ პრეზენტაცია
22 თებერვალს, 17.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის "ანტისაბჭოური სიტყვიერების" პრეზენტაცია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დასრულდა მუშაობა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე –"ანტისაბჭოური სიტყვიერება". პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი "ანტისაბჭოური ისტორია", შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.asf.ge, გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, რომელშიც ასახულია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ათეულობით ადამიანისა და მათი ოჯახების რეალური ისტორიები.
წიგნში "ანტისაბჭოური სიტყვიერება" თავმოყრილია საბჭოთა დიქტატურასთან დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილი ზეპირი ისტორიები და გადმოცემები. მასში ასახულია, თუ რა ფორმებით ახორციელებდა ტოტალიტარული რეჟიმი ერისა და პიროვნების თავისუფლების ხელყოფას; როგორ აისახა სამოცდაათწლიანი პერიოდი ადამიანის ბედზე, აზროვნებასა და ცხოვრების წესზე. ზეპირმა გადმოცემებმა, ანეკდოტებმა თუ სიტყვიერების სხვა ნიმუშებმა შემოგვინახა ეპოქის სურათი. გაჩნდა ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშების მოძიებისა და დაფიქსირების აუცილებლობა, რომელშიც აისახებოდა საქართველოს რეალური ყოფა მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან თითქმის საუკუნის ბოლომდე.
ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებამ სერიოზული მუშაობა ჩაატარა: საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელა ექსპედიციები, მოიძია ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები, რომელშიც მოთხრობილია ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნამდვილი ამბები, ჩაიწერა 250-მდე მთქმელი ან მათი შთამომავლები, გაანალიზდა პროცესები, გააკეთა დასკვნები.
მისამართი: გუდიაშვილის 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (საჯარო ბიბლიოთეკა)
« იხ. ყველა ანონსი