2016-10-05

თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის პრეზენტაცია

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი გამართავს პრეზენტაციას დეპარტამენტის საქმიანობის, სპორტული და კულტურულ - შემოქმედებითი ანსამბლების მიღწევების შესახებ.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება სპორტული გუნდებისა და ანსამბლების დაჯილდოების ცერემონია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოეი
« იხ. ყველა ანონსი