2013-10-08

ლიტვის სეიმის წევრის ბენედიკტას იოტკასის ვიზიტი თსუ-ში

8 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ლიტვის სეიმის წევრს ბენედიკტას იოტკასს შეხვდება.

ლიტველი დეპუტატი წლების განმავლობაში ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი იყო. სწორედ მისი რექტორობის პერიოდში ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრაზე საუბარი სამეცნიერო კვლევებს, გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხება.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი