2016-10-21

საერთაშორისო კონფერენცია ,,პოლიტიკა კავკასიის გარშემო"

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ-ს საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია ,,პოლიტიკა კავკასიის გარშემო". კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პრიფესორები და სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი