2014-12-09

საერთაშორისო კონფერენცია საქართველო თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში

9 დეკემბერს, 9:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო თანამედროვე მსოფლიოში;" კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის მიზანია საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების შედეგების წარდგენა.
კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: რა ადგილი უკავია საქართველოს თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში; გლობალიზაციის კონტექსტში საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარება; სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა; უსაფრთხოება და იდენტობების ტრანსფორმაცია; საერთაშორისო ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ღირებულებებზე.

კონფერენცია ორდღიანია და ეძღვნება საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პრეზენტაციას. კონფერენცია დაყოფილია რამდენიმე სესიად: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, ტრანსფორმაცია და რეფორმები, განათლება და განვითარება, იდენტობები და ღირებულებები, გენდერული თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107
« იხ. ყველა ანონსი