2017-05-04

ქრისტინე ფაღავა ბულეზის წიგნის – „ერთი უჩვეულო ოჯახი“ – წარდგენა

4 მაისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართება ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავა ბულეზის მოგონებების წიგნის – „ერთი უჩვეულო ოჯახი“ – წარდგენა.

ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა ბულეზი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. აღიზარდა ქართულ გარემოში. ენაც ქართულად აიდგა. ბაბუის ყურადღებით განებივრებულს თბილი, სასიამოვნო და ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოგონებები შემორჩა მასზე.

ცხოვრობს პარიზში. ფრანგულ ენაზე თარგმნა ნოე ჟორდანიას მემუარული წიგნი „ჩემი წარსული“ (Mon Passé) და პოლიტიკური ნაშრომები – „ რა მოხდა“, „დემოკრატია“, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“. არის ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტმა 2014 წელს თბილისსა და პარიზში მოაწყო კონფერენციები თემაზე „1924 წლის ეროვნული აჯანყება“. 1998-2010 წლებში იყო ლევილის მამულის მმართველი.

წიგნს დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ, I კორპუსი)
« იხ. ყველა ანონსი