2015-09-16
თსუ რექტორის ანგარიში
16 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს.
თსუ რექტორი ისაუბრებს უმთავრეს სიახლეებზე, ახალ ინიციატივებზე, საერთაშორისო რეიტინგებში უნივერსიტეტის წარმატებაზე, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შემოღებაზე, სამეცნიერო გრანტებსა და პუბლიკაციებზე, ახალ ფაკულტეტსა და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საინჟინრო სკოლის წარმატებულ სტარტზე, თსუ არქეოლოგების მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაზე, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმძღვანელოების თარგმანზე, საბიბლიოთეკო ფონდის შევსებაზე, ჩატარებულ აკადემიურ კონკურსებსა და აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის წესში ცვლილებებზე, თანამშრომელთა მხარდაჭერაზე, გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი