2013-06-25
ღია კარის დღე გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე
25 ივნისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი გიწვევთ ღია კარის დღეზე 2013-2014 სასწავლო წლისთვის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით.
მისამართი: თსუ მე-2 კორპუსი, III სართული, აუდიტორია 336, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა.
პროგრამის მოკლე მიმოხილვა:
სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ-ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები.
სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა - ქართული.
« იხ. ყველა ანონსი